Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№03/29 - 01

04.03.2025                                                         

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალიდან წევრების არჩევის მიზნით არჩევნების გამოცხადების, ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

გამოცხადდეს არჩევნები სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (შემდგომში - ფაკულტეტი) საბჭოში აკადემიური პერსონალიდან წევრების არჩევის მიზნით #1 დანართით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

იხილეთ დანართი:

ფაკულტეტის თითოეულმა კათედრამ უზრუნველყოს სხდომის გამართვა ფაკულტეტის საბჭოში კათდრიდან 1 წევრის ღია კენჭისყრით არჩევისა და მიმართულების მიერ ასარჩევი ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატურის შერჩევის მიზნით, არაუგვიანეს 2025 წლის 14 მარტისა.

3. ფაკულტეტზე მოქმედი მიმართულებებიდან ფაკულტეტის საბჭოში 14 წევრის, კერძოდ ეკონომიკის მიმართულების 7 კათედრიდან 7 წარმომადგენლისა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულების 8 კათედრიდან 7 წარმომადგენლის არჩევის მიზნით ფარული კენჭისყრა ჩატარდეს 2025 წლის 24 მარტს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:

ა) ეკონომიკის მიმართულება: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, კორპუსი 10, ოთახი 206;

ბ) ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, კორპუსი 10, ოთახი 205;

4. მიმართულების მიერ ასარჩევი ფაკულტეტის საბჭოს წევრობის შერჩეული კანდიდატურების თაობაზე ინფორმაციის წარდგენა შესაბამისი საარჩევნო კომისიისათვის განხორციელდეს არაუგვიანეს 2025 წლის 16 მარტისა.

5. მიმართულებებზე არჩევნების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, დამტკიცდეს საარჩევნო კომისიები შემდეგი შემადგენლობით:

ა) ეკონომიკის მიმართულება:

ირმა მშვენიერაძე  - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური უფროსი, კომისიის თავმჯდომარე.

აკაკი მიქაბერიძე - მენეჯერი საფინანსო ეკონომიკურ საკითხებში, კომისიის წევრი; კომისიის წევრი;

ნინო დოხტურიშვილი - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი  სპეციალისტი, კომისიის წევრი.

ბ) ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება:

ეთერ გიგაური  - ფაკულტეტის კანცელარიის  უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;

ელისო კვირკვაშვილი - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი.

ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო   კვლევებისა   და   განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი,  კომისიის წევრი.

6. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი                პროფესორი                  გიორგი ღაღანიძე